LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა „ჩავარდა“: კლინიკური ცდები შეწყვეტილია

AstraZeneca-სა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ შექ­მნილ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე მიმ­დი­ნა­რე კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბი შე­წყდა, – ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

ვაქცინის შეჩერების მიზეზი, ცდაში მონაწილე ერთ-ერთი მონაწილესთან გამოვლენილი გვერდითი მოვლენა გახდა.

განმარტავენ, რომ ეს არის „ცდების დაპაუზების“ ჩვეულებრივი შემთხვევა, რისი მიზეზიც „უცნობი დაავადებაა“.

ოქსფორდის კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა და იმუნიტეტის განვითარება შეუძლია

ვაქცინამ გამოცდის პირველი და მეორე ფაზა წარმატებით გაიარა.

უნივერსიტეტებში აცხადებენ, რომ ვაქცინა ორი მონოკლონური ანტისხეულისგან შედგება.

ვაქცინის კვლევის პირველ ფაზაში 18-დან 55 წლამდე ასაკის 48 მოქალაქე მონაწილეობდა.

მესამე ეტაპზე გადასვლაში მონაწილეობა მიიღო 30 ათასმა მოხალისემ აშშ-ში, ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.

ვაქცინის მესამე ფაზაში მონაწილეობას იღებს ათასობით მონაწილე და ის შეიძლება რამდენიმე წელიწადი გაგრძელდეს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფაქტობრივად, ვირუსზე გამარჯვების ტოლია.

ცნობისთვის, AstraZeneca არის კომპანია, რომელთანაც საქართველო ვაქცინის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ ყველაზე სანდო და უსაფრთხო პრეტენდენტად იყო აღიარებული.