LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური უკიდურესობისგან დაცლილი უნდა იყოს ეს არჩევნები – გიორგი გახარია

„პოლიტიკური უკიდურესობისგან დაცლილი უნდა იყოს ეს არჩევნები”,-ამის შესახებ ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ძირითადი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნაა.

“უნდა იყოს შინაარსობრივად სავსე არჩევნები. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყოველდღიური შრომის და მუშაობის გამოწვევები უამრავია. ახლა ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ეს არის ძირითადი ამოცანა და ღირსეული სამუშაო ადგილები. ასევე, როგორც პანდემიის დროს, მანამდეც და შემდეგაც იყო, ადამიანი ამ პროგრამის ცენტრში იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.  პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.