LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგიწოდებთ, მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევების ზრდა: გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში იზრდება შემთხვევების რაოდენობა, რაც პროგნოზირებადი შიდა ტურიზმის განვითარებისა და დიდი რაოდენობის ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე.

ამირან გამყრელის თქმით, პროგნოზირებადი იყო ისიც, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ კორონავირუსის შეკავება აღარ მოხდება იმ შემზღუდავი ღონისძიებებით, რაც გაზაფხულზე დააწესა საქართველოს მთავრობამ. მისივე თქმით, ახლა საზოგადოება უნდა შეეჩვიოს კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას და დაიცვას ყველა მთავარი რეკომენდაცია.

“ძირითადი რეკომენდაციების არდაცვამ მოგვიტანა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ზრდა არის სრულად მართვადი და კონტროლს ექვემდებარება. ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე, ანუ ჩაკეტვით, იზოლირებით და სხვა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, იმიტომ, რომ ახლა სლოგანი გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას. კორონავირუსი არ ქრება ერთ დღეში, ერთ თვეში და რამდენიმე თვეში, ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება მინიმუმ ერთი წელიწადი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისად, ქვეყანაში საერთო ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა  2075-ს შეადგენს.

“ვერ მივხვდი, რომ ეს შეიძლება კოვიდი ყოფილიყო” – რა ახალ სიმპტომებზე საუბრობს ინფიცირებული ჟურნალისტი

“იგუგუნეთ უხარისხო ,ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ რას გიშვებათ მთავრობა…რა დავაშავეთ მათ,ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?!” – განო მელითაური