კორონავირუსით ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი ცოტა ხნის წინ კლინიკიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ თავს ძალიან სუსტად გრძნობს.
საზოგადოებას კი მიმართავს, რომ ვირუსი ნამდვილად არსებობს და თან ძალიან მძიმეა.
„უარესად არ ვარ, მაგრამ საშინელი სისუსტე მაქვს. ექიმები ძალიან ყურადღებით არიან; ქალბატონი მარინა… აბსოლუტურად ყველა, უკლებლივ, ექთნებიდან დაწყებული…ყველაფერს აკეთებენ. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ღვთის ნებაა. არაფერზე არ ვღელავ, მარტო დედაჩემზე. ახლა მითხრეს, რომ შედარებით მის ასაკთან, არ ჩანს ჯერჯერობით გართულება. ვნახოთ… ისეთი ჯოჯოხეთური ვირუსია, ხალხო. არავითარი „არ არსებობს“ – ეს გამორიცხეთ. არსებობს და ძალიან მძიმეა, მაგრამ ხასიათი უნდა მივაშველოთ“ – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა.
