„ადამიანი ძალიან გადამდებია, როცა სიმპტომები აქვს. ასევე გადამდებია სანამ სიმპტომები გამოუვლინდება მაქსიმუმ 2 დღით ადრე”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაცილებით ნაკლებად არის გადამდები უსიმპტომო პაციენტი. იმნაძის განმარტებით ის ძირითადად თავისი ოჯახის წევრებს ასნებოვნებს ხოლმე.
„როცა ვიღაც, ვინც კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან, იმ დღეს გაიტესტება და უარყოფითია, არაფერს არ ნიშნავს. აზრიც არ აქვს ხოლმე უმრავლეს შემთხვევებში იმიტომ, რომ თუ სიმპტომები არ არის, ტესტი შეიძლება, იყოს უარყოფითი, ამიტომაც ჩვენ ყველას ვტესტავთ, ვინც ახლო კონტაქტში იყო, ოღონდ მეთორმეტე დღეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
