LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტის მუნიციპალიტეტსი კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული სოფელ მატანში არსებული მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგის კონტაქტია.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით შესასვლელსა და გასასვლელთან მოწყობილ სამედიცინო კარავში ადგილობრივების კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. ადგილზე ამ დროისთვის 460 პირის ბიოლოგიური ნიმუშია აღებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი.