დღეს გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც მეტ პრობლემებს შეუქმნის ადამინათა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, მოიმატებს უგუნებობა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა გამოიყენეთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისთვის, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, ახლობლებისთვის საჩუქრების გასაკეთებლად, კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასანთავისუფლებლად. დღეს შესაძლოა პარტნიორებით მანიპულირების სურვილმა მოიმატოს. პოზიტიური დღეა ნადირობისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, დაკარგული ნივთების საძიებლად, ცხოველების შესაძენად, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისათვის. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, ცხარე საკვების მიღებას, ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობს, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიული სისტემა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და შავი. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ოფსიდიანი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და იასპი, ეს ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზებისათვის, დღე დაძაბულია ვერძთათვის და ტყუპებისათვის.
