ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ირანის მოქალაქეა და დადიანის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის საფუძველი მეზობლებს შორის მომხდარი უთანხმოებაა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ საქმე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით აღძრა.
