LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება: მარინა ენდელაძე

ინფექციურისაავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის ახალი 294 შემთხვევიდან 193 აჭარაში გამოვლინდა, 43 – თბილისში.

რაც შეეხება სხვა რეგიონში არსებულ მონაცემებს, გურიაში –  16 შემთხვევა გვაქვს,  14 – იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემოსვანეთში, 5-5 შემთხვევა ფიქსირდება სამცხე ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში, 4 შიდა-ქართლში, 2-2 კახეთსა და მცხეთა მთიანეთში.

მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 3 348 აქტიური შემთხვევიდან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზეა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 87 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 5 254;
  • გამოჯანმრთელებულია – 1 906;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 28
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 674
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.