LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნა

“ტვ პირველის” ჟურნალისტი ვიკა ბუკია და მისი მეუღლე, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ვიკა ბუკიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

“უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითი ორივე! მორჩა კორონა:) დავამარცხეთ!” – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ვიკა ბუკიასა და მის მეუღლეს “კოვიდ 19” გარკვეული პერიოდის წინ დაუდგინდათ და ისინი ერთობლივად მკურნალობენ ერთ-ერთ კლინიკაში.