LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი 57 წლის იყო და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 5552 შეადგინა. 2054 პაციენტი კი სრულად გამოჯანმრთელდა.

კარატინის რეჟიმში 5637 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანია.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.