LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფე „ბლუმს” ხანძარი გაუჩნდა

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე კაფე „ბლუმში“ ხანძარი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშაველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.