ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას კორონავირუსგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, გარდაცვლილი 58 წლის მამაკაცია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, პაციენტი 20 სექტემბრიდან ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო, თუმცა ის გულ-ფილტვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1352-ია. გამოჯანმრთელდა 434, გარდაცვლილია 10.
