LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობებთან დაკავშირებით

ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განცხადება გაავრცელა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობებს ეხება.

 

ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ,

„კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიაციების წარმომადგენლები ორგანიზებულდ იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძებებში და დაუზუსტებელი, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისტკრედიტაციას.

მაგალითისთვის, დღეს იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესში ხელშეშლის მცდელობა. ზემოაღნიშნული ორგაიზაციები და ასევე აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები პარტიების წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ამ პირებს ასევე ჰქონდათ მცდელობა, კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სცდება დაკვირვების მანდატს და მათი საქმიანობა ხორციელდება მიკერძოებულად, რაც თვალნათლივ ასახავს ეუთო/ოდირის 2018 წელს, რეკომენდაციებში აღნიშნულ და დღესაც არსებულ პრობლემას ყალბ დაკვირვებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ მთაწმინდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი ინფორმირებული იყო პირველი სხდომების თარიღის და დღის წესრიგის შესახებ. 28 სექტემბერს, დილიდანვე, ცესკომ საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია პირველი სხდომების ჩატარების დაწყების თაობაზე და მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს უფლებამოსილების ფარგლებში, დაკვირვებოდნენ მიმდინარე პროცესებს.

მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ყველა ჩართულ მხარეს, ვინც მიუკერძოებლობის პრინციპით, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით, ახორციელებს საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.