LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 800 ძალის სუპერჰიბრიდი ტრეკზე პირველად შეამჩნიეს

Mercedes-AMG სუპერჰიბრიდი  GT 73-ის ტესტირებას აგრძელებს. მოდელის დებიუტი ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში უნდა შემდგარიყო, თუმცა პანდემიამ მწარმოებლის გეგმები შეცვალა.

გამოცემა AutoEvolution–მა ნიურბურგრინგის ტრასაზე გადაღებული ტესტ–დრაივის კადრები გაავრცელა. ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ პროტოტიპს დასამუხტი პორტი არ აქვს, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს რომ მას დამუხტვის ფუნქცია არ ექნება. თუმცა, Mercedes–ს ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

GT 73 2017 წლის კონცეპ–ქარის სერიული მოდელი გახდება. წინასწარი ინფორმაციით, სუპერჰიბრიდი მოძრაობაში 800 ცხენის ძალას მოყავს. აგრეგატი 4,0 ლიტრის მოცულობის „ბიტურბო–რვიანისა“ და ელექტროძრავისგან შედგება. მხოლოდ ელექტროენერგიით სუპერქარს  50 კმ–ს გავლა შეუძლია.

0–დან პირველ „ასეულს“ სუპერქარი 3 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს და მისი მთავარი კონკურენტი Porsche Panamera Turbo S E-Hybrid გახდება.