LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით კიდვე ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე – stopcov.ge-ზე განთავსდა. 

ის 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პაციენტს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა.

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი. ბოლო 24 საათში კი კოვიდ 19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ქვეყანაში დღეს დილიდან 314 ახალი ინფიცირებული გვყავს. აქედან 225 აჭარის რეგიონშია.