მორიგი ახალი პროექტი zmg-art-ისგან:10 ოქტომბერს ვიზუალურ-მუსიკალური წარმოდგენა “ინსპირაცია” გაიმართება-განსხვავებული ვიზუალური ეფექტების, მუსიკის და სიტყვის ტანდემი.
პროექტში მონაწილეობენ მსახიობები: ზურა ყიფშძე, გიორგი ზანგური, მუსიკოსები სანდრო კვაჭაძე და DJ მიშო ურუშაძე. გამოყენებული იქნება ეგუჯა მარღიას რობაები და გიორგი ზანგურის ლექსები. წარმოდგენილი იქნება მოქანდაკე თენგიზ სეფიაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
პროექტი ტარდება თბილისის მერიის პატრონაჟით.
ორგანიზატორები გახლავთ, მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART, კომპანია TG Saund & graphics და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 164, თუმანიშვილის თეატრის ეზო.
