LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ჟურნალისტმა შსს-ს შენობის წინ თავი დაიწვა

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ჟურნალისტმა შსს-ს წინ თავი დაიწვა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გარდაცვლილი ირინა სლავინაა, გამოცემა Koza Press-ის მთავარი რედაქტორი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სლავინამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ მის სიკვდილში ბრალი რუსეთის ფედერაციას მიუძღვის.

„ჩემს სიკვდილში დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა,”-წერდა ირინა სლავინა “ფეისბუქში”.