LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში 7 ოქტომბერს, მოხდა. რა დროსაც, 38 წლის ქალმა 36 წლის თანასოფლელი მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.