LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, მტკვარში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი 13 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

რესტორან ,,მონოპოლის” მიმედებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში რამდენიმე საათიან საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.