გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, მთავრობის ადმინისტრაციაში უარყოფენ.
„ესაა დეზინფორმაცია. ადამიანი, ვისზეც საუბარია ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, არც პრემიერ-მინისტრის მძღოლად მუშაობს, არც მისი დაცვის სამსახურში და არც – მთავრობის ადმინისტრაციაში“.
ცოტახნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.
