საპატრულო პოლიცია, კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან მონიტორინგს ინტენსიურ ახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ“, – აცხადებენ შსს-ში.
