LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ

საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ.

“დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით,” – წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქზე.