რომის პაპი საჯარო ღვთისმსახურებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა. ღვთისმსახურება, რომლის დროსაც სულიერმა ლიდერებმა მსოფლიოში მშვიდობისთვის ილოცეს, რომში, სანტა მარია არაკოელის ტაძარში ჩატარდა.
მას ასევე პირბადით ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე.
რომის პაპმა და სხვა სულიერმა წინამძღვრებმა პირბადეები მხოლოდ სიტყვით გამოსვლისას მოიხსნეს.
პარალელურად, რომის სხვადასხვა კუთხეში მსოფლიო მშვიდობისთვის ილოცეს იუდეველებმა, მუსლიმებმა, ინდუისტებმა, ბუდისტებმა და სხვა.
მანამდე რომის პაპი პირველად პირბადით მხოლოდ ავტომობილში გამოჩნდა, როდესაც ვატიკანში ტრადიციულ საჯარო აუდიენციაზე მივიდა.
