LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “რა საჭიროა პარტნიორი? რა საჭიროა კაცი? ყველას თავისი ისტორია აქვს სექსთან მიმართებაში” – ია ფარულავა

მსახიობმა ია ფარულავამ პირადი ცხოვრების და მამაკაცებთან ურთიერთობის შესახებ “პროფილში” ისაუბრა.

ფარულავა აღნიშნავს, რომ მას ამ ეტაპზე პარტნიორი არ ჰყავს.

“რა საჭიროა პარტნიორი? რა საჭიროა კაცი? შენს ასაკში საჭიროა, შენ ჯერ კიდევ გიჩქეფს იმპულსები,  ეს მერე აუცილებლად მოკვდება. ყველა მაგას ამბობს, რომ კაცი აღარ არის გარშემო, არ ვიცი ყველას თავისი ისტორია აქვს სექსთან მიმართებაში-ჩემი ისტორია სხვა არის, შენი ისტორია სხვა არის, ვიღაცა სპორტს ეძახის სექსს, ვიღაცა რომანტიზმს,” – ამბობს ია ფარულავა.