LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქორწილო სუფრამ გამოიწვია ეპიდაფეთქება ერთ-ერთ სოფელში, ვირუსი გავრცელდა სასწავლო დაწესებულებებში – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვემო ქართლში ეპიდაფეთქება, ერთ-ერთ სოფელში გამართულ ქორწილს უკავშირდება.

ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

“ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში,”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

“ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათასს მიაღწიოს” – ამირან გამყრელიძე