მერაბ სეფაშვილი “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” აქციაზე სიტყვით გამოვიდა და სიმღერაც შეასრულა.
“საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა ასეთი აპლოდისმენტებისთვის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ ველი ამ საოცარ აპლოდისმენტებს. როდესაც რაღაცას ქმნი, გიხარია, რომ ტაშს გიკრავენ. აქ გამომსვლელები სხვა ამბავში მუშაობენ, ჩვენ სხვა ამბავში, მაგრამ საერთო ერთია, ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენ ხალხს, თქვენ, ჩვენ სამშობლოს და იმას რასაც სიკეთე და სიყვარული ჰქვია“ – აღნიშნა აქციაზე მერაბ სეფაშვილმა”,-განაცხადა მერაბ სეფაშვილმა სცენაზე.
მომღერლის გამოსვლას სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი მოჰყვა.
საზოგადოების ნაწილი წერს, რომ მერაბ სეფაშვილის სიმღერა სიმბოლურად იქნა შერჩეული და სიტყვებს “ოცნება გაჰყვება ქარს” პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
