ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის მიერ შექმნილი შარჟი გააზიარა.
სავარაუდოდ, ამ ფორმით იუსტიციის ყოფილი მინისტრი გამოეხმაურა ეგზიტპოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც მმართველი გუნდი ლიდერობს.

ეგზიტპოლების საშუალებით გამოვლენილი საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები საზოგადოებას ოთხმა ტელეკომპანიამ შესთავაზა.
“სექსია თუ არჩევნები – ყველა კმაყოფილია” – ინტერნეტის რეაქციები ეგზიტპოლის შედეგებზე
