LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაციშვილს არ სჯერა რომ გახარიას ვითომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში: ვაშაძე

“პოლიტიკური თამაშისთვის ახლა გინდა კორონავირუსს დაიმართებენ, გინდა იმას” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის თემით მმართველმა გუნდმა პოლიტიკური თამაში გადაწყვიტა.

“გახარიაზე, ვითომ რომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში, კაციშვილს არ სჯერა, რომ მას კორონავირუსი აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, კორონავირუსი დღეს საქართველოში პრობლემა არ იქნებოდა, ჩემ მიერ აპრილში გამოქვეყნებული გეგმა ამ უტვინოებს და ფულის მკეთებლებს რომ გაეზიარებიათ. დღეს რომ რიგი დგას ცხელების ცენტრში, ეს არის “ქართული ოცნების”, ფულის მკეთებელთა გუნდის დანაშაული და ეს რომ არ მოხდეს და ხალხი არ იღუპებოდეს, სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

შეგახსენებთ, კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც. თვითიზოლაციაშია ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.