შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირია დაკავებული.
უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დღეს თბილისში აქციებზე, ჯამში 9 პირია დაკავებული.
შსს: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული
თბილისსა და რეგიონებში, საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.
