რეაბილიტაციის სამუშაოების გამო პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება პეკინის გამზირის #4-დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით.
უწყებაში ამბობენ, რომ გადაადგილების შეზღუდვა 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე იმოქმედებს.
