პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს წიგნი ესროლეს.
ამის შემდეგ უცნობ პირსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხადა.
სამართალდამცავებმა ის ტერიტორიიდან განარიდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირი დაკავებული არ არის.
