პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
აქციის მონაწილეები პოლიციელებს პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, ხალხის გვერდით დადგნენ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაახლოებით 15 წუთის წინ დაიწყო.
