LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის.

ცვლილება გადაადგილების შეზღუდვას უკავშირდება.

ინფორმაციას და განრიგს საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.