LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევებს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს. ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ განიხილება” – ამირან გამყრელიძე

„თქვენ იცით, რომ დაწესდა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ხშირად გვაკრიტიკებენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო და ამბობენ – რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული – ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს. დღეს მინისტრთან ვიმსჯელეთ სხვა შეზღუდვებზეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.