LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა” – უგულავა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიპლომატების დღევანდელ შეხვედრას წარმატებულად აფასებს.

“ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა,”-აღნიშნავს გიგი უგულავა.

ამასთან უგუვალა ამბობს, რომ მიუხედავად მოლაპარაკებების მიმდინარეობისა, შაბათს საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება.

„აქამდე ხელისუფლება ჭირვეულობდა, მხოლოდ დიალოგზე საუბრობდა ვერბალურად.გვესმოდა მესიჯ – ბოქსი გახარიადან. უნდა ითქვას, რომ კობახიძე თანამიმდევრულია, არავითარ დიალოგს არ ითხოვს, გარდა პირდაპირ ჩვენი დახვრეტისა. მკაფიოდ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ეს პროცესი არ ანაცვლებს არაფერს, პირიქით, ეს პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ ხალხის პროტესტია ქუჩაში. ისინი მტკიცედ ითხოვენ გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას. აბსოლუტურად მტკიცე ერთსულოვნება არსებობს ოპოზიციაში. საბოლოოდ, ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ამიტომ, მეგობრებო, შაბათს, 15:00 სთ-ზე ვიკრიბებით. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. აბა, ამ დიალოგს მეორედ მოსვლამდე გაგვიწელავენ“,-განაცხადა უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.