LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს

საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს.

ტესტები ქვეყანაში ღამის 22:00 საათზე შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ განიხილება" - ამირან გამყრელიძე

"ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება, კიდევ გაფართოვდეს"

„რეზერვში გვაქვს 400 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 45 000-მდე სწრაფი ტესტი. დღეს ღამის 22:00 საათზე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება – სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება. ანუ, სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, ბევრი ქეყანა, იცით სლოვაკიის მაგალითი, ლივერპულის, სინგაპურის, ნორვეგიის მაგალითები, ამიტომ ჩვენც რაც შეიძლება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის ეს ინსტრუმენტი ქვექნება. ასევე, დამატებით მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვას ვფიქრობთ, რათა გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სეზონის განმავლობაში გვქონდეს სწრაფად დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება- არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპირაცული ინფექცია და მოხდეს ადამიანის სწრაფი იზოლირება. თუ ჩვენ მსუბუქ სტადიაზე ვიჭერთ შემთხვევას და ის იზოლირდება სახლში, მაშინ შემთხვევა არ რთულდება, არ მიდის იმ სტადიამდე, როდესაც მას ჰოსპიტალური, მათ შორის ინტენსიური ან რეანიმაციული დახმარება სჭირდება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევებს – ამირან გამყრელიძე