რუსეთში მოღვაწე ქეთა თოფურია მეორე შვილს 35 წლის დიპლომატისგან ლევ დენგოვისგან ელოდება. ქეთამ სულ ახლახან დაადასტურა, რომ ნამდვილად ორსულად არის და მოულოდნელად ახალ კლიპში გამოჩნდა დიდი მუცლით.
ქეთა თოფურია: „მინდოდა, ჩემი ორსულობის შესახებ ჩვენი ახალი კლიპიდან გაეგოთ…“
ორსული ქეთა თოფურიას ფოტოები პირველად მზიანი კურორტიდან გავრცელდა. ახლა კი მომღერალი თავად აქვეყნებს “ინსტაგრამ” გვერდზე მის რჩეულთან და ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოს.

