დღეს ბრიუსელი ონლაინ უმასპინძლებს ელდარ შენგელაიას გამორჩეული ფილმის ჩვენებას სახელწოდებით “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”,- ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსურველები ასევე შეძლებენ დაესწრონ დისკუსიას, რომელსაც გაუძღვება კინომცოდნე ირინა დემეტრაძე.
ჩვენებაზე და დისკუსიაზე დასასწრებად, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე.
დღეს ბრიუსელში ელდარ შენგელაიას ფილმის ჩვენება გაიმართება
