LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს

„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნების ჩატარების საკითხს არ განიხილავს.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ, თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას – ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში“ -განაცხადა კახა კალაძემ.