„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან წელიწადის ამ დროს ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის მაღალ დონეს მომავალი წლის შემოდგომა/ზამთრისთვის მივაღწიოთ“,-ამის შესახებ Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმენლმა უღურ საჰინმა განაცხადა.
მისი თქმით, 2021 ზამთარში ვაქცინა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირებაზე დიდი გავლენა არ ექნება. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მიზანი მომავალ აპრილამდე 300 მილიონი ადამიანის აცრაა.
ცნობისთვის, BioNTech-მა და Pfizer-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ეფექტიანი ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადეს.
