“როცა ახალი დღის გათენება არ გიხარია, რადგან სიკვდილთან გაახლოვებს. როცა მომღიმარ შვილს უყურებ და ხვდები, რომ ერთ დღეს უბრალოდ არც მისთვის და არც შენთვის მზე აღარ ამოვა. ამ დროს უსუსური ხდები. ცდილობ, უსამართლო სამყაროს დაუპირისპირდე და შეებრძოლო. შენ ხომ დედა ხარ და არ გაქვს დანებების უფლება” – ჩვენი რესპოდენტია თამუნა ბორაშვილი, მარტოხელა დედაა, რომელიც საზოგადოებას დახმარებას თხოვს.
მე ჩემ შვილს ერთხელ ვაჩუქე სიცოცხლე, მაგრამ ბუნებამ ხელი შემიშალა, არ მინდა წამართვას ჩემი მზე და არსებობის წყარო. არ გავუშვებ მას სხვა სამყაროში. დამეხმარეთ, დავუსვა სწორი დიაგნოზი და ვუმკურნალო, რომ მასაც ქონდეს ბედნიერი ბავშვობა. ისწავლოს და ითამაშოს თანატოლებთან.
რა იყო პირველი დიაგნოზი?
კუნთების სიმძიმე დისტროფიასა და მიოპათიასთან ერთად. საშინელი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენმა 9 წლის შვილმა შეიძლება 17 წლამდეც ვერ მიაღწიოს და ყოველდღე ამ აზრთან შეგუება გიწევს, როცა ხედავ შენს პატარა ანგელოზს დღითი-დღე უჭირს სიარული. თუ დაიხარა, დამხმარეს გარეშე წელში ვერ გასწორდება. თუ სკამზე დაჯდა დამოუკიდებლად ვერ ადგება, როცა ღამით შენი პატარას ტირილი გაღვიძებს.
ჩემი გოგო სრულიად ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. 4-5 წლის ასაკში მოულოდნელად ფეხების ტკივილი დაეწყო. სეირნობისას მალე იღლებოდა და დაჯდომას ან ხელში აყვანას ითხოვდა, ღამე კი ტირილით იღვიძებდა. თავდაპირველად, ექიმებს გლანდებისაგან გამოწვეული რევმატიული ტკივილი ეგონათ. ჯერ გლანდები შემდეგ, პოლიპები ამოაჭრეს, მაგრამ უშედეგოდ. ერთი წლის ძიების შემდეგ, ახლობელმა ექიმმა ნეიროგანვითარების ცენტრში მისვლა და კუნთების გამოკვლევა გვირჩია. პასუხი მოულოდნელი და გამანადგურებელი იყო. აქედან, დაიწყო დაუსრულებელი ტანჯვა და პროცედურები.
როგორც ვიცი შემდეგ, დიაგნოზი შეიცვალა..
საქართველოში დასმული დიაგნოზი შოკის მომგვრელი იყო. თუმცა, სასიხარულოა ის ამბავი, რომ თურქეთის კლინიკაში ლიკუნას პირვანდელი დიაგნოზი მიოპათია, რომლის დროსაც სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 17-18 წელია არ დაუდასტურდა, მაგრამ საკმაოდ რთული დიაგნოზი, ”ნეოპათია” დაუსვეს. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს ჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობა აქვთ.
ამ ეტაპზე, რა გესაჭიროებათ?
ახლა ისევ უნდა წავიდეთ თურქეთში, სადაც თავზე 4 სახის ანალიზი უნდა გაუკეთდეს. მათ შორის, ერთი დაძინებით. როგორც აგვიხსნეს, მხოლოდ ამის შემდეგ, გამოვლინდება გამომწვევი მიზეზები და დაინიშნება სათანადო მკურნალობა. ის ბოლომდე არ განიკურნება, მაგრამ შესაძლებელი იქნება შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა.
ორ შვილს დამოუკიდებლად ვზრდი, ვშრომობ. თუმცა, ამხელა სახსრები არ მაქვს. გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ მე და ჩემი შვილები არ დავუმეგობრდეთ სიკვდილს და თქვენთან ერთად ბედნიერები ვიყოთ. დეკემბრის დასაწყისში თუ არ წავედით თურქეთში, მერიისგან მონიჭებული მინიმალური დაფინანსებაც მოგვეხსნება და ვერც შემდგომაში წავალთ. ახლა თქვენგან ერთი ლარიც მნიშვნელოვანია.
საქველმოქმედო ნომერი:
0901701534 (ზარი, მაგთიდან და ბილაინიდან)
✔ საქართველოს ბანკი :
GE19BG0000000651215400 (GEL ; USD ; EURO )
✔ თიბისი ბანკი :
GE84TB7767345061100097 (GEL)
GE84TB7767345061100097 (USD)
GE84TB7767345061100097 (EURO)
პირადი ნომ: 19650002487
მიმღები: ლიკა ბორაშვილი
