LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავარიას შევესწარი…12 წლის ბავშვს დაარტყა მანქანამ, დაგდებულ ადამიანზე ჯაჯგურმა შეიძლება მოკლას დაზარალებული”

სამოქალაქო აქტივისტი, კობა კოსტავა, სოციალურ ქსელში ავარიის შესახებ წერს, რომელსაც თავად შეესწრო. კოსტავა აღნიშნავს, რომ 12 წლის ბავშვის დახმარებას იქ მყოფი საზოგადოებიდან თითქმის ყველა ცდილობდა. მისი თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი შემთხვევების დროს, დაგდებულ ადამიანზე ჯაჯგურმა შეიძლება მოკლას პიროვნება, ამიტომ დახმარება კომპეტენტურმა პირმა უნდა გაწიოს.

“შევესწარი ავარიას…

12 წლის ბავშვს დაარტყა მანქანამ. უშუალოდ დაჯახება არ დამინახავს, დავინახე ქოლგა, ძირს დაგდებული ადამიანი. ეგრევე არჩილ მარშანიას ლექციები ჩამერთო, მანქანა მივაჩერე, გიჟივით მივვარდი და ხალხი ჯიკავ-ჯიკავით გავყარე, მეთქი მე ზუსტად ვიცი როგორ მოვიქცე! ავიყოლიე თანამოაზრეები, ამ ბავშვის თავი ლამის ჩექმებით დავაფიქსირე, იქვე გამოჩნდა მშვიდი ქალბატონი და დამეხმარა, რომ ეს ბავშვი დამეფიქსირებინა, დამემშვიდებინა სასწრაფოს მოსვლამდე…

ახლა რატომ ვწერ ამ სტატუსს…

ყველა მათგანი, რომელიც ამ ბავშვის წამოყენებას ცდილობდა, ყველა კარგი ადამიანია, უბრალოდ არავინ ასწავლა, როგორ უნდა მოიქცნენ!

“ეკლესია და რელიგია სკოლებში”- კიარა, შეუშვით სკოლებში ექიმები, რომლებიც აუხსნიან ადამიანებს იმას, რაც ცხოვრებაში ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარებათ.

ამ ქვეყანაში “მამაო ჩვენო”- ს და მრწამსის არცოდნის პრობლემაცაა, მაგრამ ეგ არ კლავს…

დაგდებულ ადამიანზე ჯაჯგურმა შეიძლება მოკლას დაზარალებული…

მადლობა აჩიკო ძია

პ.ს. უსაყვარლესი, 12 წლის რეზი კარგადაა, სავარაუდოდ მოტეხილობაც არ ექნება, პანიკაში ჩავარდნილი დედაზე და მძღოლზე დარდობდა”-წერს კობა კოსტავა სოციალურ ქსელში.