LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.

ცნობისთვის, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურთან ერთად , ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობდა.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ბიულეტენში მითითებული იყო 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორი კანდიდატი.