„ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მეტროს ერთ-ერთ ვაგონში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებზე, რომლებიც 20:00-21:00-საათების შუალედშია გადაღებული, კარგად ჩანს როგორი ხალხმრავლობაა ტრანსპორტში.
“ფოტოები დღევანდელია. მოქმედება 20:00 – 21:00 საათზე ხდება. მთავარია 28 – ში ჩაგვკეტავენ. დახურული სივრცეა, მიწის ქვეშ…
↘ პ.ს. ეს ერთი ვაგონია და ალბათ ადვილად წარმოსადგენია ზოგადი სიტუაცია მუნიციპალურ ტრანსპორტში,”-წერს ლევან ხაბეიშვილი.

