LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი 4-სართულიან შენობას გაუჩნდა. შედეგად არავინ არ დაშავებულა, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან 20-მდე მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. ოთხმა მათგანმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.