ინტერნეტში დაკარგული ძაღლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
როგორც მიმართვიდან ირკვევა, ძაღლი პატრონს ელოდება. ის ძალიან განიცდის, არ ჭამს და ტირის.
ძაღლი ამჟამად მარშალ გელოვანის გამზირზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურზეა.
“ამ ძაღლის დარდიანმა თვალებმა მოსვენება დამაკარგინა. ეს საოცარი არსება, მარშალ გელოვანზე გალფის ბენზინგასამართ სადგურზე ელოდება პატრონს. დაკარგულია…ტირის.. არ ჭამს …ასეთი რამ, მართლა არ მინახავს….დილით, თურმე ამავე ტერიტორიაზე მანქანებს უვარდებოდა და ამ კეთილმა ადამიანმა გადაარჩინა. არ ვიცი, ეს ჩემი პოსტი რას შეცვლის, მაგრამ იქნებ შეცვალოს გავავრცელოთ, ვინც არ შეწუხდებით…”-წერია მიმართვაში.



