LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.

“ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ტესტირების შედეგად, COVID-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 937, ხოლო გარდაიცვალა — 37.