LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი გარდაიცვალა

კორონავირუსით ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა.

ის სამტრედიაში, კოვიდსაავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ლია ბიბილეიშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ  დიდ ჯიხაიშში ცხოვრობდა.  ის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1303-მდე გაიზარდა.