LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯანდაცვის მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით კმაყოფილია. თუმცა, ამასთან, თენგიზ ცერცვაძე აღნიშავს, რომ მას და მინისტრს, კარგი პირადი ურთიერთობა არ ჰქონიათ.

“ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა  ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არა ადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი.

შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ, ახლა პრემიერმა გადაჭრა, მთავრობა ჩაერია და მთვრობამ გადაჭრა… შემდეგ დავრწმუნდი, რომ არ შეიძლებოდა მიტოვება ამ პროცესის…

პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი 7 თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზის მენეჯერის საუკეთესო თვისებები და ასევე ოპერატიულად გადაწყვიტა ჩვენი შენობის ბედი,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.